მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მას შემდეგ, რაც ერდოღანმა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი გაათავისუფლა, ლირა 15%-ით გაუფასურდა

605858ce2c1ca
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.21 12:48
1148
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ნაჯი აგბალის გათავისუფლებას ბაზარზე პანიკური ვაჭრობა და ლირის 15%-იანი გაუფასურება მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 7.94 ლირა გახდა.

ნაჯი აბგალი თურქეთის ცენტრალურ ბანკს 2020 წლის 7 ნოემბრიდან მართავდა. მისი წინამორბედი მურათ იუსალიც ერდოღანმა კონფლიქტის შემდგომ გაათავისუფლა.

ერდოღანსა და ცენტრალური ბანკის მმართველს შორის დაპირისპირების მიზეზი მონეტარული პოლიტიკა გახდა. ერდოღანი მაღალი ინფლაციის მიუხედავად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მოითხოვს, რასაც ცენტრალური ბანკი ეწინააღმდეგება.

თებერვლის მდგომარეობით, თურქეთში 15.5%-იანი ინფლაცია იყო. ცენტრალური ბანკის სამიზნე კი 9.4%-იანი ინფლაციაა.