მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკი: მე არასოდეს მითქვამს, რომ ხალხმა ინვესტიცია კრიპტოაქტივებში უნდა განახორციელოს

62bdd20b4a17c
თამთა ჯიჯავაძე
30.06.22 22:48
12482
მე არასოდეს მითქვამს, რომ ხალხმა ინვესტიცია კრიპტოაქტივებში უნდა განახორციელოს, - ამის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა. როგორც მან კატარის ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში ვიდეო-ჩართვისას Bloomberg-ის მთავარ რედაქტორ ჯონ მაიკლთვეიტთან ინტერვიუში აღნიშნა, Tesla-სა და SpeaceX-ის მიერ შეძენილი ბიტკოინები პორტფელის მხოლოდ მცირე ნაწილია.

„ჩემი, Tesla-სა და SpeaceX-ის შემთხვევაში, ჩვენ შევიძინეთ გარკვეული რაოდენობით ბიტკოინი, რომელიც ჩვენი პორტფელის მხოლოდ მცირე ნაწილია და მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გარდა ამისა, Tesla და SpaceX-ი ზოგიერთი პროდუქტის სანაცვლოდ კრიპტოვალუტა Dogecoin-საც იღებენ და მე ვგეგმავ, რომ გარკვეულწილად მხარი დავუჭირო Dogecoin-ს, რადგან ბევრმა არც ისე მდიდარმა ადამიანმა მთხოვა მისი ყიდვა და მხარდაჭერა - მეც მათ თხოვნას ვუპასუხებ და ასეც ვიქცევი“, - აღნიშნა მასკმა.

ცნობისთვის, ილონ მასკმა გასული წლის დასაწყისში განაცხადა, რომ კრიპტო დედამიწის მომავალი ვალუტაა, რითაც ინვესტორებს Dogecoin-ის შეძენისკენ უბიძგა. ამის შემდეგ Dogecoin-ის ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და რიგით მეოთხე ღირებული კრიპტოვალუტა გახდა.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ მასკმა Tesla-ს მეშვეობით ბიტკოინში 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მოგვიანებით კი, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ხალხს თავიანთი დანაზოგის ინვესტირებისას სიფრთხილისკენაც მოუწოდა.

ბიტკოინის ფასი $19,000-მდე დაეცა, ეთერიუმის კი - 1,000 დოლარამდე