მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკი Twitter-ისთვის ახალი ხელმძღვანელის მოძებნას გეგმავს

6376168d610f5
გიორგი თოლორდავა
18.11.22 00:10
466
მსოფლიო უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის განცხადებით, რესტრუქტურიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ის კომპანიის ლიდერის პოზიციის დატოვებას და Twitter-ისთვის ახალი აღმასრულებელი დირექტორის მოძებნას გეგმავს.

თანამშრომლებთან შეხვედრისას მასკმა განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე ის Twitter-ში რადიკალური ცვლილებების დასრულებას აპირებს, ამის შემდეგ კი კომპანიის ახალი გუნდი დასახული სტრატეგიის აღსრულების პროცესზე გადაერთვება.

მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ საჯაროდ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას ამჟამად ოთხი კომპანიის წინამძღოლობა უწევს, რაც უაღრესად რთული და არამდგრადია.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას მასკმა Twitter-ის თანამშრომლებს საგანგებო შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათ ზეგანაკვეთურ მუშაობასა და მკვეთრად გაზრდილ დატვირთვაზე თანხმობა უნდა ეთქვათ ან კომპანია დაეტოვებინათ.