მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკის განცხადებით, ის Twitter-დან თანამშრომლების დათხოვნას არ გეგმავს

635f6cd3ee573
გიორგი თოლორდავა
31.10.22 11:11
479
მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე და ახალ უკვე სოციალურ ქსელ Twitter-ის მფლობელი, ილონ მასკი კომპანიიდან თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას არ გეგმავს.

საგულისხმოა, რომ მასკის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, The New York Times-მა გაავრცელა მასალა, რომელშიც ამერიკული გამოცემა ამტკიცებდა, რომ მასკი პირველ ნოემბრამდე Twitter-ის თანამშრომლების დიდი ნაწილის განთავისუფლებას გეგმავდა.

NYT-ის სტატიასთან დაკავშირებით მასკმა საჯარო განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და წარმოადგენდა სრულ სიცრუეს.

"ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს გამოცემა ცრუ ინფორმაციის გავრცელებითაა ცნობილი", - განაცხადა მასკმა NYT-ის შესახებ.

ცნობისთვის, კომპანიის მართვის პირველივე დღეს, მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტში რადიკალური ცვლილებები დაიწყო. მან Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადი თანამდებობიდან გადააყენა.

დახურულ კარს მიღმა მენეჯმენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასკმა დატვიტა, რომ "ჩიტი თავისუფალია", რითაც ის იგულისხმა, რომ Twitter-ი მენეჯმენტის შემზღუდავი პოლიტიკისა და ცენზურისგან განთავისუფლდა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.