მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკის განცხადებით, მან ერთხელ Apple-ს Tesla-ს შეძენასთან დაკავშირებით მიმართა

5fe373af05655
ნათია თაქთაქიშვილი
23.12.20 22:45
957
Teslas-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მან ერთხელ მიმართა Apple-ის ხელმძღვანელ ტიმ კუკს Tesla-ს შეძენასთან დაკავშირებით და ის ელექტრომობილების საწარმოს ამჟამინდელი ღირებულების მეათედ ფასად სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ილონ მასკს 2017-2018 წლებში Model 3 სედანის წამოებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. მაშინ მასკი აცხადებდა, რომ კომპანია "წარმოების ჯოჯოხეთში" ჩავარდა ავტომატიზირებული სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რომელიც Reno-ს საწარმოს უკავშირდებოდა. თუმცა, საბოლოოდ, Tesla-მ წარმატებით გადალახა პრობლემები და საფონდო ბირჟებზე ერთ-ერთ ძვირადღირებულ კომპანიადაც იქცა.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა ეს განცხადება Apple-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ Apple-ი 2024 წლისთვის თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას განიხილავს და თუ ის თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას დაიწყებს, კომპანია პირდაპირი კონკურენტი გახდება Tesla-სი და Alphabet Inc-ის, რომლებიც უკვე მუშაობენ ანალოგიური ავტომობილების წარმოებაზე.