მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკმა მილიარდერთა რეიტინგში უორენ ბაფეტს გაუსწრო

5f096dc3e10e4
თამთა ჯიჯავაძე
11.07.20 11:45
2308
Tesla-ს დამფუძნებელმა ელონ მასკმა მილიარდერთა რეიტინგში ამერიკელ ინვესტორს უორენ ბაფეტს გადაუსწრო. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის პარასკევის მონაცემებით, მასკის ქონება $6 მილიარდით გაიზარდა, რაც Tesla-ს აქციების 10.8%-ით ზრდამ განაპირობა. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის ერთი აქციის ფასი ამჟამად უკვე $1,544 ღირს. შედეგად, Tesla-ს საბაზრო ღირებულება ბოლო მონაცემებით, $286.5 მილიარდია.

ამასთან, კომპანიის აქციები ბოლო 12 თვეში, 500%-ით გაიზარდა. დღეს Tesla ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელია დედამიწაზე.

აღსანიშნავია, რომ მასკი თავის დაფუძნებულ კომპანიაში აქციების 20.8%-ს ფლობს. ამასთან, ელონ მასკი უმსხვილესი აქციონერია კომპანია SpaceX-ის და გვირაბების მშენებელ კომპანიაში The Boring Company.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მასკი მეშვიდე ადგილზეა მილიარდერთა რეიტინგში და მისი ქონება $70.5 მლრდ-ს შეადგენს, მაშინ როდესაც უორენ ბაფეტის ქონება $69.2 მლრდ-ია.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირას ბაფეტმა დაახლოებით $3 მლრდ-ის ოდენობის დონაცია განახორციელა ქველმოქმედების მიზნით, რის შემდეგაც მისი ქონება შემცირდა.