მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა 19 წლის ფლორიდელ ჯეკ სუინის 5000 დოლარი შესთავაზა, სანაცვლოდ კი თინეიჯერს "ტვიტერზე" საკუთარი ანგარიში უნდა წაეშალა, რომლითაც ის მილიარდერის კერძო თვითმფრინავს აკონტროლებდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ილონჯეტს“ "ტვიტერზე" 150 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და იყენებს ბოტს, რომელიც 19 წლის სუინიმ მასკის ფრენების მონიტორინგისთვის შექმნა. სწორედ ამ მონიტორინგის საფუძველზე, "ტვიტერზე" ეტაპობრივად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და სად აფრინდება ან დაეშვება თვითმფრინავი და, ასევე, რა არის თითოეული რეისის ხანგრძლივობა.
ილონ მასკმა ჯეკ სუინის “გართობის” შესახებ პირველად, დაახლოებით, ორი თვის წინ შეიტყო: 30 ნოემბერს მილიარდერმა თინეიჯერს პროტოკოლის სრული დაცვით სთხოვა, შეეწყვიტა კონტროლი, რადგან ჯეტის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგებოდა. როგორც ჩანს, ამ თხოვნამ დიდად შედეგი არ გამოიღო. სწორედ ამიტომ, Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოზარდს საბოლოოდ 5000 აშშ დოლარი შესთავაზა იმაში, რომ მასკის თქმით, “გიჟებს მისი ფრენებისთვის თვალყური არ ედევნებინათ”. ამ მნიშვნელოვანი დავალების თუ თხოვნის შესასრულდებლად, სუინიმ 50,000 მოითხოვა და იქვე დასძინა, რომ თანხას კოლეჯისთვის გამოიყენებდა და შესაძლოა,Tesla-ს მოდელი 3-იც შეეძინა.
CNN-ის ცნობით, ორ მხარეს შორის ბოლო კომუნიკაცია გასულ კვირას შედგა, რა დროსაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ “ამხელა თანხის გადახდა, მისი აზრით, სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა”. ანაზღაურების გარდა, ჯეკ სუინიმ მოლაპარაკების სხვა, შესაძლო ვარიანტად SpaceX-ში სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც განიხილა, რომელზეც მილიარდერისგან, ჯერჯერობით, პასუხი არ მიუღია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი