მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასობრივი მიგრაცია ვენესუელადან - ქვეყანა 4,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

5dce6d690507d
მიხეილ ხაჩიძე
15.11.19 23:17
2086

ვენესუელას ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო, ყოველდღიურად ათობით ადამიანი ტოვებს. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მონაცემებით, ამ დროისათვის ლათინოამერიკული სახელმწიფოდან წასულთა რიცხვი 4,6 მილიონზე მეტს შეადგენს. მონაცემები კი 2020 წლისთვის, შესაძლოა, 6,5 მილიონამდე გაიზარდოს.



გაეროს ლტოლვილთა კომისარიატში აცხადებენ, რომ ეს არის "ყველაზე დიდი გაქცევისა და მიგრაციის ფაქტი სამხრეთ ამერიკის უახლოეს წარსულში". მათივე ცნობით, მსოფლიოში თითქმის არ არსებობს რეგიონი, საიდანაც ამდენი ადამიანი გაიქცა.



როგორც გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი იუწყება, ვენესუელას დატოვება მოსახლეობის ნაწილმა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2013 წლის აპრილში ნიკოლას მადურო პრეზიდენტად აირჩიეს. თუმცა, მასობრივი გადინება ქვეყნიდან 2014 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდში ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობდა, მადუროს რეჟიმი კი მშვიდობიან აქციებს ძალის გამოყენებით შლიდა.


კრიტიკოსები მემარჯვენე ნაციონალისტ პრეზიდენტს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დარღვევაში, ასევე პოლიტიკური ოპონენტების წამებაში ადანაშაულებენ.