მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასშტაბური გაფიცვა General Motors-ში

5d7f7e54757e7
მიხეილ ხაჩიძე
16.09.19 18:40
936

ამერიკის უმსხვილესი საავტომობილო კომპანიის General Motors-ის 46 000 თანამშრომელი გაიფიცა. კომპანიაში დასაქმებულები ხელფასების მომატებასა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევას ითხოვენ. როგორც ამერიკული გამოცემები იუწყებიან, ეს არის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაფიცვა, კომპანიის ისტორიაში, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში.



ამერიკის საავტომობილო პროფკავშირების United Auto Workers (UAW) გაერთიანებას კომპანიისთვის ვადა შაბათს შუაღამემდე ჰქონდა მიცემული, თუმცა General Motors-მა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, მუშებმა გაფიცვა გუშინ გვიან ღამიდან დაიწყეს.



აღსანიშნავია, რომ GM ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. კონცერნმა გასულ წელს 11,8 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. ამ დროისთვის უცნობია, როდემდე გაგრძელდება მუშების გაფიცვა.



GM-ის თანამშრომლების უკანასკნელი მასშტაბური პორტესტი ბოლოს 2007 წელს იყო, მაშინ კომპანიის 73.000 თანამშრომელი 89 ოფისში გაიფიცა. პროტესტმა ორ დღეს გასტანა.