მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასშტაბურმა პროტესტმა ჰონგ-კონგი რეცესიის ზღვარზე მიიყვანა

5dbbd1d5f40bf
მიხეილ ხაჩიძე
01.11.19 20:31
1800
მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა ჰონგ-კონგის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზე მიიყვანა. როგორც ბრიტანული ტელეკომპანია BBC იტყობინება, მეგაპოლისში უკვე მეხუთე თვეა ტურისტები ჩასვლისგან თავს იკავებენ, საცალო ვაჭრობა შესუსტებულია და საპროტესტო გამოსვლები ბიზნესს დამანგრეველ დარტყმას აყენებს.



ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ჰონგ კონგი ტექნიკური რეცესიის პროცესში შევიდა. BBC-ს ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეკორდულად დაეცა. კვარტალურ ჭრილში ვარდნამ 3,2% შეადგინა. ეკონომიკური ვარდნის ტემპმა ექსპერტების პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.



შეგახსენებთ, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო; ადგილობრივები თავდაპირველად, მეტროპოლიდან ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს აპროტესტდებნენ, შემდეგ კი მოთხოვნებს ჰონგ-კონგის ლიდერების გადადგომაც დაემატა. პერიოდულად პროტესტი პოლიციასთან შეტაკებებში იზრდება.



აღსანიშნავია, რომ როგორც 7 ოქტონებრს გამოქვეყნებული მასალაში Sunday Times იტყობინებოდა, პოლიტიკური არეულობის გამო, ჰონგ-კონგს მილიონერები ტოვებენ. აზიურ ქალაქში მიმდინარე ქაოსური აქციების გამო, მდიდრებმა  საცხოვრებლის ძებნა ირლანდიაში დაიწყეს.  


გამოცემის ცნობით, ბოლო რვა კვირაში ირლანდიაში ცხოვრების სურვილი 100-მდე ჰონგ-კონგელმა მილიონერმა გამოთქვა. ისინი Bartra-ს პროგრამაში დარეგისტრირდნენ, რომელიც ირლანდიაში მდიდარ აზიელებს ინვესტიციების განხორციელებში ეხმარება. იმისათვის, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ირლანდიაში ცხოვრების უფლება დააკმაყოფილონ, ქვეყანაში მინიმუმ $1,1 მილიონის ინვესტიციის ჩადებაა საჭირო.