მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-ი რუსეთიდან ტრანზაქციებს ბლოკავს

621d9b1f81b79
თელარა გელანტია
01.03.22 08:02
1018
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს Mastercard-ც უერთდება და რუსეთიდან ტრანზაქციებს ბლოკავს. ამის შესახებ BBC წერს.

france24-ის ინფორმაციით კი, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს აშშ-სსაკრედიტო ბარათების კიდევ ორი გიგანტი Visa და American Express-ი შეუერთდნენ.  Mastercard-მა და Visa-მ რამდენიმე რუსული ბანკი დაბლოკეს.

შეგახსენებთ, აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციების თანახმად, რუსული ბანკების ნაწილი SWIFT-ის სისტემიდან გაითიშა; სანქციების მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი კი ფინანსურ სისტემაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას შეეხება.

რუსეთი მსხვილი ბანკების SWIFT-იდან ჩახსნის და რუსეთის ცენტრალური ბანკის დასავლური აქტივების გაყინვიდან პირველივე სავაჭრო დღეს რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. პანიკური ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის საფასური 105 რუბლს შეადგენს, რაც 24 საათში 25%-იანი გაუფასურებაა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუბლმა ღირებულების 30%-ზე მეტი დაკარგა.

რუბლის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ქვეყანაში რეკორდული ინფლაციის საფრთხე შეიქმნა, რის გამოც, დღესვე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა. ასეთი მაღალი რეფინანსირების განაკვეთი რუსეთში აქამდე არ ყოფილა.

ცნობისთვის, მოსკოვის საფონდო ბირჟა ორშაბათს არ გახსნილა და არც დღეს იხსნება. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება „ცვალებადი სიტუაციიდან გამომდინარე“ მიიღო.