29.აპრილი .2020 12:44

Mastercard-ი საქართველოს მასშტაბით, მედპერსონალის უფასო, ინდივიდუალურ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

views 245
უკან

Mastercard საქართველოში, საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Bolt-თან თანამშრომლობით, მედიკოსების მხარდასაჭერ კამპანიას იწყებს.

Mastercard, ციფრული გადახდების ლიდერი საქართველოში, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პრაქტიკა, მსოფლიო მასშტაბით, მინიმუმადე დაიყვანოს.

საქართველო მუდმივად მზადაა ციფრული ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების მისაღებად, სწორედ ამიტომ, Mastecard-მა ქვეყანაში წარმატებულად განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება - როგორიცაა საბანკო ოპერაციების სრულიად ელექტრონიზირება - გადახდის ისეთი მრავალფეროვანი, სანდო, სწრაფი და უსაფრთხო მეთოდებით, როგორებიცაა: უკონტაქტო ბარათით გადახდა ; Apple Pay; Tap On Phone.

Mastercard უკვე დიდი ხანია ტექნოლოგიებსა და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას იყენებს, რათა თითოეული ინდივიდისა თუ სისტემის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.

ამავე მიზეზით, კომპანია შეუერთდა გლობალურ ინიციატივას, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან და Wellcome-თან ერთად, COVID-19 პანდემიის სამკურნალო მედიკამენტების შექმნისა და ხელმისაწვდომობის დასაჩქარებლად.

უკონტაქტო გადახდების ლიმიტი კი მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, 45 ლარიდან 100 ლარამდე გაზარდა, რითაც ბარათის მფლობელებსა თუ საცალო მოვაჭრეეებს შესაძლებლობა მისცა, გადახდები გაცილებით უფრო მარტივად, სწრაფად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ განახორიელონ, ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე.

ასევე, Wolt-თან თანამშრომლობით, აპლიკაციაში ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა ნებისმიერ შეკვეთა სრულიად უფასოდ მიიღონ, მიტანის საფასური მათ აპლიკაციის ანგარიშზე უბრუნდებათ.

ახლა უკვე Mastercad Bolt-ის საშუალებით ფრონტის წინა ხაზზე, ინფექციურ სავადმყოფოსა და ცხელების ცენტრებში, Covid19 პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალურ, სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს და მათ ტრანსპორტირების ხარჯებს სრულიად დაფარავს.

პროექტი საქართველოს სამ დიდ ქალაქს: თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს მოიცავს და იმ კლინიკების თანამშრომლებს მოემსახურება, რომლებშიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.

“ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩვენს მთავარ ძალას სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დღეს, მათი კეთილდღეობა Mastercard-ისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“ აღნიშნა Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა - იგორ სტეპანოვმა.

მისივე თქმით: „კომპანია მუდმივად აკვირდება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების არეალს და შესაბამის ნაბიჯებს დგამს, რათა შეამსუბუქოს ის სირთულეები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.”

ამ კამპანიის ფარგლებში Bolt-ის აპლიკაციაში სპეციალური ბიზნეს ექაუნთი შეიქმნება - Mastercard for Medics. ჩართული კლინიკების სია, კამპანიის დაფარვის ზონები და ყველა საჭირო ინფორმაცია ლინკზეა მოცემული https://docdro.id/rorN9kd. ინფორმაცია ასევე დეტალურად იქნება განთავსებული Mastercard-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/MastercardGeorgia .




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა