მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-ის ეკო-მეგობრული გათამაშება დასრულდა - გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ (R)

61486ab9ee59f
BM.GE
20.09.21 15:02
645
Mastercard-ის ნაციონალური პრომო კამპანია დასრულდა და გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, Mastercard-ის ბარათის ყველა მფლობელი ავტომატურად იღებდა მონაწილეობას გათამაშებაში და შესაბამისად, მოპედის, სკუტერის ან ჰიბრიდული ავტომობილის მოგების შანსს!

გათამაშების წესების თანახმად, 18 + წლის ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ბარათის საშუალებით ახორციელებდა მინიმუმ 20 ლარის ტრანზაქციას, გათამაშების ერთ ბილეთს იღებდა. დღის განმავლობაში, ერთ სავაჭრო ობიექტში შესაძლებელი იყო გათამაშების, მხოლოდ, 3 ბილეთის მიღება.

კამპანიის ფარგლებში განხორციელებული თითოეული ტრანზაქციისთვის, Priceless Planet Coalition-ის ფარგლებში, Mastercard-მა ხეების დასარგავად გადარიცხა თანხა. ეს არის პლატფორმა, რომელიც გლობლურ პარტნიორებთან ერთად, მიზნად ისახავს ხუთი წლის განმავლობაში 100 მილიონი ხის დარგვას, ტყეების აღდგენას და პლანეტის გამწვანებას.

Mastercard-ს მიაჩნია, რომ კერძო სექტორს შეუძლია დაუპირისპირდეს კლიმატის ცვლილებას, შეამციროს ნახშირბადის ემისია და რეალური პოზიტიური გავლენა მოახდინოს ეკოლოგიაზე როგორც მომხმარებლების, ასევე პარტნიორების მონაწილეობით.

გამარჯვებულები 13 სექტემბერს, 15:00-ზე, ლოტოტრონის პრინციპით გამოვლინდნენ. პირველი 8 იღბლიანი ბილეთის მფლობელებმა, საჩუქად მიიღეს სკუტერი; შემდეგი 10 ბილეთის მფლობელებმა კი, ეკო-მეგობრული მოპედი. ხოლო მეცხრამეტე, ყველაზე იღბლიანი გათამაშების ბილეთმა, Mastercard ბარათის მფლობელს ჰიბრიდულ ავტომობილს - Toyota CHR -ს მოაგებინა.

Mastercard უკვე მრავალი წელია ნერგავს თანამედროვე გადახდის სისტემებს ყველგან: მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დიდი ღონისძიებებსა თუ ონლაინ სისტემებში. შედეგად კი, საქართველოში, უკონტაქტო გადახდა სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო გადახდის წინაპირობად გადაიქცა.

Mastercard-ის შესახებ:
მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)