მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-ის მხარდაჭერით ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი გამოიცა

6391b6c3587f6
თათია კაკიაშვილი
08.12.22 14:52
723
Mastercard-თან პარტნიორობით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე, ქართულ ენაზე ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი შეიქმნა. დაინტერესებული პირებისთვის ლექსიკონის ბეჭდური და ონლაინ ვერსიები უკვე ხელმისაწვდომია. მასში განმარტებულია ფართოდ გავრცელებული და უკვე დამკვიდრებული ფინანსური ტერმინები - ისინი, რომლებიც აქამდე ბარბარიზმების სახით გვხვდებოდა.

ფინანსური ლექსიკონის შექმნაზე, ქართული შესატყვისების მოძიებაზე, განმარტებების რედაქტირებასა და გამოცემის სრულყოფაზე თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორებმა, ადმინისტრაციის წევრებმა, სტუდენტებმა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის გუნდმა იმუშავეს. ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი 300-ზე მეტ ფინანსურ ტერმინს აერთიანებს.

„Mastercard-ის ერთერთი მთავარი მიზანია ადამიანების ფინანსური განათლების ხელშეწყობა და ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობის ზრდა. ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი კი ამ მიზნამდე მისვლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სასაუბრო ენაში ფინანსური ტერმინებისა და მათი განმარტებების სიმწირე ერთერთი მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს, მიიღონ ფინანსური განათლება და ჩაერთონ ეკონომიკაში. Mastercard, ამ პრობლემის აღმოფხვრას, საქართველოს წამყვან უნივერსიტეტთან ერთად შეეცადა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან, ნებისმიერი ქართულენოვანი მსურველისთვის ხელმისაწვდომია ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი,“- განაცხადა Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოსა და სომხეთში.

„თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისთვის, Mastercard-თან თანამშრომლობა და მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობა სასიხარულო მოვლენაა. როგორც უნივერსიტეტების რექტორი, სიამაყით აღვნიშნავ, რომ ამ პროექტში ჩართული იყო არა მხოლოდ ჩვენი აკადემიური პერსონალი, არამედ სტუდენტებიც. ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი არის პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფინანსური განათლების მიღებას არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის, არამედ, ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს გახდება პროექტი, რომელიც, საგანმანათლებლო სფეროს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს,“ - განაცხადა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ.

უკვე 22 წელზე მეტია, რაც საქართველოში, Mastercard ოპერირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროის განმავლობაში, ის არა მხოლოდ ფინანსური სერვისების და ინსტიტუტების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, არამედ დაინტერესებულია ქვეყნის სოციალური თუ ეკონომიკური განვითარებით. სწორედ ამიტომ, განათლება Mastercard-ის ინტერესის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ, კომპანიამ კიდევ ერთი ახალი თანამშრომლობა წამოიწყო და თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიზანია საქართველოში ფინანსური განათლების ამაღლება და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება.
R