მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-ის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს

5f2a7f76df71f
BM.GE
05.08.20 13:41
1044

COVID-19 პანდემიის პირობებში, რამდენიმე თვიანი კარანტინისა და თვითიზოლაციის შემდეგ, საქართველოში შიდა ტურიზმის სექტორი ამუშავდა. მოგზაურებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ საქართველოს დაცული ტერიტორიები, კულტურული ძეგლები და დასასვენებელი ადგილები. წინ გრძელი ზაფხული და შეუფასებელი მომენტებია.

 



მსოფლიო პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენა ბიზნესის ყველა სფეროზე, განსაკუთრებით კი ტურიზმზე მოახდინა. ქვეყნების უმრავლესობას, უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს. იგივე ხდება საქართველოშიც, თუმცა ლოკალურად, სიცოცხლის რიტმი არ შენელებულა. მოგზაურებმა საკუთარი ინტერესი ქვეყნის შიდა ღირსშესანიშნაობებისკენ მიმართეს, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები კი ქვეყნის მოქალაქეებს მასპინძლობენ.

ეს ფაქტი, ადგილობრივი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. ამიტომ Mastercard-მა ახალი კამპანია, „სალამი ზაფხულს“ წამოიწყო, რომელიც განსხვავებულ აქტივობებს სთავაზობს მათ, ვინც მზიანი დღეების გატარებას ბათუმში, აჭარაში გეგმავს.



Mastercard-ის სანაპიროზე, რომელიც ბულვარის 32-ე სექტორის მიმდებარედ შეგიძლიათ იპოვოთ, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი აღმოაჩენს საკუთარ თავზე მორგებულ შეთავაზებას:

• მობილური ინტერნეტი საჩუქრად Mastercard-ისგან. თუ მომხმარებელი მატარებლის ბილეთებს ონლაინ, www.tkt.ge –ზე შეიძენს, მას 1000MB ან 1500MB უფასოდ ჩაერიცხება ანგარიშზე;

• Mastercard-ის სანაპირო, 31 ივლისს, DJ Hatsvali-ის წვეულებით გაიხსნა;

• Mastercard-ის სანაპიროზე, კინო სეანსები, საბავშვო მოედანი, უფასო ინტერნეტი, VIP ზონა, საზაფხულო კოქტეილები და Cashless რეალობა, 1 აგვისტოდან იწყება;

• სტუმრებს კიდევ უფრო მეტი აქტივობა Coca-Cola-ის, Magticom-ისა და Wolt-ის ჩართულობით დახვდებათ სანაპიროზე.

ამ ზაფხულს, Mastercard მომხმარებლებს შეუფასებელი მოგონებების შექმნაში დაეხმარება.

სალამი, ზაფხულო,
სალამი, მოგზაურობავ,
სალამი, Mastercard.

 

 

 

(NS)