მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-მა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დააჯილდოვა

62b845edaeddb
BM.GE
26.06.22 15:39
757
გლობალური გადახდების ლიდერმა Mastercard-მა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს შორის რჩეული სტარტაპები გამოავლინა.

Mastercard-მა 5000-ლარიანი პრიზები Fintech და Ecommerce კატეგორიაში გამარჯვებულებს გადასცა.
პირველი მათგანი QuickShipper-ია, რომელიც გადახდისა და მიწოდების სერვისის გამარტივებული მეთოდებს ნერგავს ქართულ ბაზარზე. QuickShipper-ის დახმარებით შეგიძლია, მხოლოდ კურიერის მომსახურებით ისარგებლო და მომხმარებელს ნივთი სასურველ მისამართზე იმავე დღეს მიაწოდო. B2B სერვისით სარგებლობისას მომხმარებელი ნივთს შეკვეთის დაფიქსირებიდან 2-3 საათში მიიღებს. თუ ძალიან გეჩქარება, შეგიძლია, ექსპრეს შეკვეთით მომხმარებელს ნივთი სულ რაღაც 1 საათში ჩააბარო.

მეორე სტარტაპი არის Brokerapp. სტარტაპის მიზანია, შეიქმნას მულტიფუნქციური, მომხმარებლის სურვილებზე მორგებული ციფრული სადაზღვევო ბროკერი, რომელიც მომხმარებელს სადაზღვევო სერვისების მიღების მარტივ და გამჭვირვალე გამოცდილებას სთავაზობს. ინოვაციური სადაზღვევო პლატფორმის მიზანია შეიქმნას ერთიანი სივრცე (Insurance Marketplace), სადაც მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს დაზღვევის სხვადასხვა საცალო სადაზღვევო პროდუქტი (ავტომობილის, სამოგზაურო, ჯანმრთელობის, ქონების და სიცოცხლის დაზღვევა) საქართველოს და გლობალურ ბაზრებზე არსებული სადაზღვევო კომპანიებისგან კონკურენტულ ფასად და მისთვის მოსახერხებელი დიზაინით/აპლიკაციით.

Mastercard ფინანსური წახალისების პარალელურად, მისი რჩეულების გლობალურ აქსელერაციის პროგრამა Start Path-ში ჩართვაში შეუწყობს ხელს. Mastercard Start Path 2013 წლიდან ცდილობს დაეხმაროს სტარტაპებს ბიზნესის სწრაფად ზრდაში, ციფრული გადაწყვეტების გამარტივებაში და უზრუნველყოს მათი წვდომა გლობალურ პარტნიორებთან, ექსპერტებთან და თანამშრომელთა გამოცდილ გუნდთან.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2022 წლის 9 მარტს მერვედ გამოაცხადა. 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 135 სტარტაპი დაფინანსდა. შემოსული 230 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.