მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-მა ვალუტის კონვერტაციის წესები შეცვალა

5f40e144583e6
BM.GE
22.08.20 13:11
1626
2020 წლის 11 აგვისტოდან, Mastercard-მა ვალუტის კონვერტაციის წესებში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული ცვლილებები შეეხება მხოლოდ უნაღდო კონვერტაციებს.

ამიერიდან თანხის გადახდისას, Mastercard-ის მომხმარებლები ერთიანი განაკვეთით ისარგებლებენ. რითიც, Mastercard საშუალებას აძლევს პარტნიორ ბანკებს, გაამარტივონ და გააუმჯობესონ საბარათე ანგარიშების ფინანსური მართვა.

Mastercard-ის მიერ შემოთავაზებული ახალი წესები ვალუტის კონვერტაციასა და თანხის გადახდისას, ერთიანი განაკვეთის შემოღების შესახებ, კომპანიის პარტნიორ ბანკებს საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ საბარათე ანგარიშების ფინანსური მართვა და მინიმუმამდე შეამცირონ ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები, თუმცა, ამავდროულად, Mastercard არ მოქმედებს ბარათის გამცემი ბანკის და ბარათის მფლობელის ფინანსურ ურთიერთობებზე. ბანკებს აქვთ უფლება განსაზღვრონ საკუთარი პირობები თავიანთი მომხმარებლების მომსახურებისთვის, მათ შორის ისეთი ოპერაციების ჩათვლით, რომლებიც ვალუტის კონვერტაციას მოითხოვს.

ამგვარი გარიგების პირობებს არეგულირებს ბარათის ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია ბარათის გამცემ ბანკსა და ბარათის მფლობელს შორის.

აქამდე, გადახდის ნებართვის მიღებისას (ავტორიზაციის, ანგარიშსწორების დროს) და კლირინგისას (ბანკთაშორისი ანგარიშსწორების დროს), გამოყენებული იყო განსხვავებული გაცვლითი კურსი. ახალი წესების თანახმად, მომავალში გამოყენებული იქნება ერთიანი კონვერტაციის კურსი: გადახდის კლირინგის კურსი იგივე იქნება, რაც გადახდის ავტორიზაციისთვის.

Mastercard-ის ახალი წესები მომგებიანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ აწარმოებენ შესყიდვას სხვა ვალუტაში და იხდიან ბარათით დოლარში ან ევროში - მათ საშუალება აქვთ ნახონ გადახდის სისტემის კონვერტაციის კურსი და შეაფასონ მათი ხარჯების ოდენობა. პირველ რიგში კი იმ მოგზაურთათვის, ვინც თანხას ისეთ ქვეყნებში იხდის, სადაც მაღალია ვალუტის ცვალებადობა. მათ შორის სამხრეთ აფრიკაში, ინდონეზიაში, ვიეტნამსა და თურქეთში.
NS