18.თებერვალი .2022 16:06

Mastercard საკონსულტაციო პრაქტიკას აფართოებს: კრიპტო, ღია ბანკინგი და გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მმართველობა

Mastercard საკონსულტაციო პრაქტიკას აფართოებს: კრიპტო, ღია ბანკინგი და გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული  მმართველობა
views 447
უკან

ბიზნეს სამყარო ინოვაციების შემოდინების წინაშე დგას: სწრაფად იცვლება მომხმარებლის პრეფერენციები, დაჩქარებულია ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და ცვალებადია გეოპოლიტიკური რეალობაც. ციფრული გადახდის გლობალური ლიდერი, Mastercard, ახალი პრაქტიკის დანერგვით აფართოებს გადახდებზე ორიენტირებულ საკონსულტაციო სერვისს. ამის მიზანი ისაა, რომ დაეხმაროს ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში. Mastercard-ის ეს პრაქტიკა მოიცავს ღია ბანკინგისა და მონაცემთა გამჭირვალობას; კრიპტოსა და ციფრულ ვალუტებს; გარემოსდაცვით, სოციალურ და კორპორატიულ მმართველობას (ESG).

ორ ათწლეულზე მეტია, საკონსულტაციო მომსახურება Mastercard-ის მომხმარებელთა ჩართულობის ძირითადი ნაწილია. იქნება ეს მრავალფეროვანი საგადახდო სტრატეგიებისა თუ მონაცემთა მართვის შესაძლებლობების კონსულტირება.

დღეს, Mastercard-ის Data & Services განყოფილება მოიცავს 2000-ზე მეტ მონაცემთა მეცნიერს, ინჟინერსა და კონსულტანტს, რომლებიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ემსახურებიან მომხმარებლებს. როგორც ზრდის გეგმის ნაწილი, Data & Services აქტიურად აფართოებს გუნდს და 500-ზე პროფესიონალს ამატებს. მათ შორის არიან ახალბედები და დამწყებ პროფესიონალები.

"გადახდები მხოლოდ დასაწყისია", - ამბობს რაჯ სეშადრი, Data & Services-ის პრეზიდენტი - „ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით მომხმარებელთან საბანკო, ფინტექს, საცალო ვაჭრობის, მოგზაურობისა თუ სხვა სექტორებში, ვეხმარებოდით რა, მათ შემხვედრი ყველა დაბრკოლებისა თუ შესაძლებლობის გაგებასა და გაანალიზებაში. კონსულტაციის ასეთი ევოლუცია, არის სამყაროსა და ბიზნესის ცვალებადობის აღიარება. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ჩვენს მიზანს - დავეხმაროთ კლიენტებს დღევანდელ გამოწვევების გადალახვასა და მომავლის წინასწარ განსაზღვრაში“.

განახლებული გუნდით, Mastercard გააგრძელებს ინტეგრირებულ მიდგომას, რომელის საფუძველიცაა მსოფლიოში წამყვანი ისეთი სერვისები, ინსტრუმენტები და აქტივები, როგორებიცაა Ciphertrace, Finicity და Aiia, Cyber ​​Quant და Priceless Planet Coalition - რათა მთელი ბიზნეს სექტორის მასშტაბით, კლიენტებმა უფრო გონივრული გადაწყვეტილებები და შესაბამისად, უკეთესი შედეგები მიიღონ.

სამომხმარებლო & ბიზნეს ანგარიშების მართვა ღია ბანკინგის საშუალებით

ღია ბანკინგი, ბიზნესებსა და მომხმარებლებს სთავაზობს ფინანსური მონაცემების გონივრულ გამოყენებასა და აადვილებს საჭირო სერვისებზე წვდომას. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ბიზნესებს, მაქსიმალურად გაზარდონ ღია საბანკო შესაძლებლობები, ჩვენი კონსულტანტები, Mastercard-ის მონაცემთა პასუხისმგებლობის პრინციპების შესაბამისად, იყენებენ მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებს, საკონსულტაციო და პროდუქტის განვითარების სხვადასხვა სერვისებს.

ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ საბანკო ჯგუფთან ერთად, შევიმუშავეთ მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების მიწოდებას გეგმა. ჩვენი გუნდის დახმარებით, დავადგინეთ მომხმარებელთა პრიორიტეტები და შევქმენით მრავალსაბანკო აპლიკაციის პროტოტიპი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოხერხებულად მართონ თავიანთი ანგარიშები სხვადასხვა ბანკიდან. ეს აპლიკაცია, უკვე გაშვებულია.

ვეხმარებით ბანკებს ციფრული ვალუტების ათვისებაში

Mastercard-ის საკონსულტაციო პრაქტიკა ბანკებთან და სავაჭრო ობიექტებთან მოიცავს ციფრული ვალუტის შესაძლებლობების მთელ რიგს, დაწყებული ადრეული სტადიის განათლებით, რისკების შეფასებით და ბანკის კრიპტო თუ NFT სტრატეგიის შემუშავებით, კრიპტო ბარათებისა თუ კრიპტო ლოიალობის პროგრამების შექმნით დასრულებული. Mastercard თანამშრომლობს ციფრულ ფირმებთან, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ კრიპტოვალუტის საუკეთესო გადაწყვეტილებებს და ეხმარება ფინტექ კომპანიებს ახალი ბაზრების ათვისებაში, ბაზარზე გასვლის დაგეგმვისა და კომერციალიზაციის სტრატეგიების შექმნაში.

მაგალითად, ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ცენტრალური ბანკების ხელშეწყობა, რათა შეისწავლონ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემა და Mastercard-ის ტესტირების პლატფორმის გამოყენებით საკუთარ

სერვისებში დანერგონ. ეს მათ მათ საშუალებას აძლევს, დანერგვამდე წარმოიდგინონ სხვადასხვა სცენარი და გამოიყენონ ექსპერტიზის დასკვნა
გადახდის სისტემების, პოლიტიკის, რეგულირებისა და მმართველობის საკითხებში.

მიზნის პრაქტიკაში გამოყენება

ახლა, პროდუქტებისა თუ ბრენდის არჩევის დროს, მომხმარებლები უფრო ხშირად იღებენ სოციალურად და ეკოლოგიურად გაცნობიერებულ
გადაწყვეტილებებს, ვიდრე ოდესმე. Mastercard-ის კონსულტანტები ეხმარებიან კლიენტებს უკეთ გააცნობიერონ რას ნიშნავს ეს მათი ბიზნესისთვის და შემდეგ გარდაქმნან ეს შეხედულებები ქმედითუნარიან სტრატეგიებად.

მაგალითად, Mastercard და ლათინური ამერიკის წამყვანი ბანკი გაერთიანდნენ, რათა ბარათის მფლობელებთან ერთად იბრძოლონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. Mastercard-ის მიერ შემუშავებულმა მიდგომამ, მომხმარებელს საშუალება მისცა საშუალება, ბარათების გამოყენების საშუალებით, Priceless Planet Coalition-ის ფარგლებში, მოეხდინათ პოზიტიური გავლენა პლანეტაზე ტყეების აღდგენის მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.mastercardservices.com/en
(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა