08.აგვისტო .2022 15:50

მავნებლობაა, როცა ტურიზმში დადებით ტენდეციებს პარტიული მიზნების გამო ხელს უშლი - მინისტრი

მავნებლობაა, როცა ტურიზმში დადებით ტენდეციებს პარტიული მიზნების გამო ხელს უშლი - მინისტრი
views 660
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი მავნებლობას უწოდებს ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებას, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უნდა დარეგულირდეს.

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა გაზვიადებულია იმის თქმა, რომ საქართველოში ტურისტები ჭარბად არიან, რადგან ქვეყანა 2019 წლის მაჩვენებელბს ჯერ არ დაბუნებულა. 

“ყველაზე დიდი მავნებლობა არის ის, როდესაც ადამიანი ტურიზმის დადებით ტენდეციებს ხელს უშლი ვიწრო პარტიული მიზნებიდან გამომდინარე. ის მაჩვენებლები, რაც 2019 წელს გვქონდა ტურიზმში ჯერ არ აღგვიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა სრულად აღვადგინეთ, ტურიზმთან მიმართებით ჯერ კიდევ უნდა აღვადგინოთ და უნდა მოხდეს პანდემიის შედეგების ნეიტრალიზაცია. ამ შემთხვევაში ცრუ აჟიოტაჟი და წარმოდგენის შექმნა, რომ საქართველოში ტურისტების გადაჭარბებული რაოდენობა არის, დაზიანებაა იმ ტენდენციის [აღდგენის], რაც გვაქვს.

ამავე დროს შეგვიძლია ვთქვა, რომ მთავრობისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით საქართველომ მოახერხა კარგი შედეგების მიღწევა. შემოსავალში გვაქვს 80.6%-ით აღდგენა და წლის დასაწყისიდან ტურიზმინდა 1.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ტურიზმის აღდგენა პრიორიტეტია”,-აცხადებს დავითაშვილი.

მისივე თქმით, მთავრობა ფრენების სიხშირეების დამატებით ცდილობს  სპარსეთის ყურის და შუა აზიის ქვეყნებიდან ვიზიტორების მოზიდვას, რათა ტრადიციული ბაზრებიდან ტურისტების შემცირებული რაოდენობა დაკომპენსირდეს. 

“მოდით ვუპასუხოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კრედიტი, დიდი ძალისხმევა აქვთ ჩადებული იმისთვის, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნილიყო, ასევე, განევითარებინათ სერვისები და ჩვენი უპასუხისმგებლო განცხადებებით შეიძლება დავაზიანოთ ამ ადამიანების ინტერესები”,-ამბობს დავითაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა