მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცდელობა, ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, თითქოს ისინი იჩაგრებიან, არასწორია - პრეზიდენტი

5ea02d11c64a2
ინგა მურუსიძე
22.04.20 18:30
771
მცდელობა, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, რომ ისინი იჩაგრებიან, არასწორია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უნდა იყოს სოლიდარული და მოსახლეობაში არ უნდა გაჩნდეს უნდობლობის განცდა.

"მივმართავ მოსახლეობას, არავინ დაიჯეროს, რომ ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის გავრცელებული, არის ძალიან მძიმე. კარანტინი ვრცელდება მხოლოდ ზოგ ადგილას, სადაც საჭირო იყო კარანტინი. კომენდანტის საათი, რომელიც ღამით ვრცელდება, არ არის ადამიანების დაჩაგვრის ფორმა. ის მცდელობა, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, რომ ისინი იჩაგრებიან, არის არასწორი. ეს მდგომარეობა ყველამ უნდა გავითავისოთ, რაც მოსათმენია მოვითმინოთ. რაც უფრო კარგად შევინარჩუნებთ ამ ზომებს, სანამ საჭიროა, უფრო მალე მოიხსნება შეზღუდვები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.