მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's Georgia-მ ბურგერის მომზადების წესი შეცვალა

60b622880a8ba
ლიკა გურაბანიძე
02.06.21 00:20
8899

"კიდევ უფრო გემრიელი"- McDonald's Georgia-მ ბურგერის მომზადების წესი შეცვალა. როგორც “საქმიან დილაში” “მაკდონალდს საქართველოს” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე შენგელიამ განაცხადა, კომპანიის მიზანი მომხმარებლების აზრის გათვალისწინებაა და ამ ნაბიჯის გადადგმაც სწორედ ამიტომ მოხდა. შედეგად, ცვლილებამ კლასიკური ბურგერი უფრო გემრიელი გახადა.

“მაკდონალდსის მთავარი მიზანია რესტორანში მოსული მომხმარებელი დადებითი ემოციებით აავსოს და ბურგერის მომზადების წესის ცვლილებაც სწორედ ამიტომ მოხდა. მცირე ცვლილებებით საბოლოო პროდუქტის გაუმჯობესება მოხდა, რის შემდეგაც ჩვენი კლასიკური ბურგერები უფრო ცხელი, გემრიელი და წვნიანი გახდა.

ეს მაკდონალდსის გლობალური პროექტია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად ხორციელდება, ხოლო ჩვენ პატივი გვერგო, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველები ვყოფილიყავით. ძირითადი ცვლილება ფუნთუშის მომზადების წესს და ხორცის დამზადების ტექნოლოგიას შეეხო.

მომხმარებლების გამოკვეთილი სურვილი სამზარეულოში ტრანსფორმირდა და საბოლოო შედეგი მივიღეთ. ეს მეთოდი მაკდონალდსის ყველა ქსელში იმოქმედებს.” - აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ.

“მაკდონალდს საქართველო” მომხმარებლებისთვის მომავალში განახლებული კლასიკური სენდვიჩების შეთავაზებას გეგმავს.