მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald’s-ი აშშ-ში პერსონალის ხელფასების ზრდის შესახებ აცხადებს

609d2e1edd5e4
ნათია თაქთაქიშვილი
14.05.21 00:14
3330
მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s-ი პერსონალის ხელფასების ზრდის შესახებ აცხადებს. კომპანიის განცხადებით, ხელფასები მომავალი თვიდან დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დამწყებ საფეხურზე დასაქმებული პირების ანაზღაურება საათში 11$-დან 17$-მდე განისაზღვრება, ხოლო ცვლის მენეჯერების - 15$-დან 20$-მდე.

„ჩვენს ფრანჩაიზერებთან ერთად, კომპანია ცდილობს შექმნას კონკურენტული გარემო დამსაქმებლებს შორის. იყო ვიღაცაზე წინ, ნიშნავს მუდმივ სიახლეებს და უნდა შეგეძლოს მიმზიდველი და კონკურენტული გარემოს შექმნა შენს ინდუსტრიაში“, - განაცხადა აშშ-ის McDonald’s-ის ხელმძღვანელმა ჯო ერლინგერმა.

სწრაფი კვების ქსელის ვარაუდით, კომპანიაში საშუალო ანაზღაურება საათში $15-ს 2024 წლისთვის გაუტოლდება.