მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's-ი რუსეთში 850 რესტორანს გაყიდის

628227f5ccb72
BM.GE
16.05.22 14:32
963
მაკდონალდსმა ორშაბათს განაცხადა, რომ მან თავისი რუსული ბიზნესის გაყიდვის პროცესი დაიწყო, რომელიც მოიცავს 850 რესტორანს, სადაც 62,000 ადამიანია დასაქმებულია. კომპანიამ რუსეთში ოპერირების შეჩერების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში მიიღო.

მაკდონალდსი აცხადებს, რომ გაყიდის საკუთარ რესტორნებს, მაგრამ ეს რესტორნები მაკდონალდსი არ იქნება, რადგანაც მათზე არსებულ ბრენდირებულ წარწერებს და ლოგოებს ჩამოხსნიან.

მაკდონალდსის განცხადებით, კომპანია რუსეთში საკუთარ საავტორო უფლებებს შეინარჩუნებს, რაც სხვა პირებს არ მისცემს შესაძლებლობას თავიანთი “მაკდონალდსები” გახსნან.