მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald’s-ი თანამშრომელთან რომანის გამო, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ათავისუფლებს

5dbfc4a3436af
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 10:50
966
სწრაფი კვების ქსელმა McDonald's-მა აღმასრულებელი დირექტორი პოზიციიდან გააათავისუფლა. როგორც Bloomberg წერს, მიზეზად ობიექტის ერთ-ერთ თანამშრომელთან სტივ ისტერბროკის ურთიერთობა დასახელდა. სწრაფი კვების ქსელის სამეთვალყურეო საბჭოში განმარტავენ, რომ ამ ურთიერთობით ისტერბროკმა კომპანიის შიდა წესები დაარღვია.

საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად პარასკევს მიიღო; ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "მაკდონალდსის" პოლიტიკა აღმასრულებელ დირექტორს დასაქმებულთან სასიყვარულო ურთიერთობის უფლებას არ აძლევს".

52 წლის სტივ ისტერბროკი, თავის მხრივ, კომპანიის გადაწყვეტილებას ეხმაურება. "ეს შეცდომა იყო", - ამბობს ის. მისივე თქმით, "კომპანიის ღირებულებების გათვალისწინებით, საბჭოს გადაწყვეტილება სწორია".

აღსანიშნავია, რომ სტივ ისტერბროკი კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დირექტორად მიიჩნეოდა. მისი წამოწყებაა არაერთი მომგებიანი და წარმატებული ინოვაცია, რომელიც ბოლო პერიოდში McDonald’s-მა დანერგა. მათ შორის ახალი თაობის კლიენტების მისაზიდი სმარტფონ-აპლიკაციები.

ისტერბროკი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლიდან მუშაობდა. ამ პერიოდში, ისტერბროკის დირექტორობის ფარგლებში McDonald’s-ის აქციების ფასი გაორმაგდა. 1 ნოემბრის მონაცემებით, სწრაფი კვების ობიექტის აქცია 193.94 აშშ დოლარი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $ 147.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სტივ ისტერბროკის მემკვიდრე აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე კრის კემპჩინსკი იქნება, რომელიც აქამდე შტატების 14.000 ფილიალს მართავდა. კემპჩინსკი "მაკდონალდში" 2015 წლიდან მუშაობს, მანამდე ის კვების ობიექტ Kraft Food-ში იყო დასაქმებული.