მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's-ი ვეგანური კვების რესტორნების რიცხვს უერთდება

5df0f44c4af05
ნათია თაქთაქიშვილი
11.12.19 19:15
1045
McDonald's-ი ვეგანური კვების რესტორნების რიცხვს შუერთდება. სწრაფი კვების ობიექტი ვეგანურ პროდუქცის 2 იანვრიდან ბრიტანეთის ქსელში ჩაუშვებს.

ვეგანური კვების იდეას უკვე უერთდებიან ისეთი ცნობილი სწრფი კვების ობიექტები როგორიცაა KFC-ი და Greggs-ი. სწრაფი კვების ობიექტი Greggs-ი აცხადებს, რომ მათი გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას მერე, რაც მომხმარებელს ვეგანურ პროდუქციას სთავაზობს.

რაც შეეხება McDonald's-ს, სწარფი კვების ობიექტისთვის ბრიტანეთი პირველი ქვეყანა არ არის, სადაც ვეგანურ პორდუქციას წარადგენს. კომპანია მომხმარებელს უკვე სთავაზობს აღნიშნულ პროდუქციას ფინეთსა და შვედეთში. McDonald's-ი აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ვეგანურ პროდუქციაზე მოთხოვნა 80%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ რესტორანი აპირებს, ბრიტანელ მომხმარებელს შესთავაზოს ვეგანური ნაგეტსები, ჩიფსები, ბურგერები და სასმელები. ვეგანური კვების პროდუქტებს ასევე აქტიურად შეხვდებით შემდეგი კვების ობიექტებში: Frankie & Benny's-ში, Gourmet Burger Kitchen-ში, Nando's-ში, Papa John's-ში and Pizza Hut-ში.