მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald`s-ის გენდირექტორი HR მიმართულების ახალ მენეჯერს ეძებს

5e1359e0232c4
BM.GE
06.01.20 22:00
1230
McDonald`s-ის ახალი გენერალური დირექტორი კრის კემჩინსკი HR მიმართულების ახალ მენეჯერს ეძებს, რომელიც კომპანიაში ახალ კორპორატიულ კულტურას დაამკვიდრებს. The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილი დირექტორი თანამშრომლებს ღამის კლუბებში გართობას არ უკრძალავდა და ერთმანეთთან ფლირტის უფლებას აძლევდა, რაც მომავალში შეიცვლება.

ამასთან, გამოცემის ცნობით, კემჩინსკის თანამდებობაზე ყოფნიდან 2 თვეში უკვე ჰქონდა შეხვედრა დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის და შვეიცარიის ფრანჩაიზის მფლობელი კომპანიების ხელმძღვანელებთან. აქტიური შეხვედრების ძირითად მიზეზად კომპანიის კულტურისა და ღირებულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სახელდება. WSJ-ს წყაროს ინფორმაციით, McDonald`s-ში 2020 წლის პირველივე თვეში ელოდებიან, რომ კომპანიის სიახლეებზე გენერალური დირექტორი ღიად ისაუბრებს.

შეგახსენებთ, ნოემბერში McDonald`s-ის გენერალური დირექტორი სტივ ისტერბრუკი თანამშრომელთან რომანტიკული ხასიათის ურთიერთობის გამო თანამდებობიდან გადააყენეს. კომპანიის განცხადებით, ისტერბრუკმა კომპანიის წესები დაარღვია. თავად ყოფილმა დირექტორმა, თანამშრომლებთან გაგზავნილ წერილში ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ ურთიერთობა ორმხრივი სურვილის საფუძველზე მოხდა, თუმცა ასევე თქვა, რომ ეს მისი მხრიდან შეცდომა იყო.