მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's-ის მოგება $1.61 მლრდ-მდე შემცირდა

5db188a50dc5e
მიხეილ ხაჩიძე
25.10.19 11:25
1212
ბოლო ორ წელიწადში პირველად, McDonald's-ის შემოსავალი ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალი $5.43 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ეს კი ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $5.48 მილიარდზე ნაკლები იყო. შედეგად, შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება და მან მესამე კვარტალში პროგნოზირებული $1.69 მილიარდის ნაცვლად, $1.61 მილიარდი შეადგინა. 

ანგარიშგების გამოქვეყნებას საფონდო ბირჟაზე McDonald's-ის აქციების ღირებულების კლება მოყვა. მთლიანობაში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4%-ით შემცირდა. 

McDonald's-ის ერთი აქციის ღირებულება ამ დროისთვის $196.02-ს შეადგენს. 2019 წლის განმავლობაში ჯამურად კომპანიის აქციების ღირებულება 14%-ით გაიზარდა. თუმცა, მისი კონკურენტების ზრდა უფრო დიდი იყო, მაგალითად Wendy-ის აქციების ფასი 2019 წლის განმავლობაში 38%-ით გაიზარდა.

McDonald's-ი, რომელიც აშშ-ის ბაზარზე სწრაფი კვების ბაზრის ლიდერია, მძაფრ კონკურენციას განიცდის მისი მეტოქეების - Burger King-ისა და KFC-ის მხრიდან. კონკურენტ ქსელებში მცენარეულ პროდუქტებზე დაფუძნებული "ხორცის ალტერნატიული" ბურგერები იყიდება. 

"ხორცის ალტერნატიული" პროდუქტების მწარმოებლები Impossible Foods-ი და Beyond Meat-ი ამ დრომდე სწორედ McDonald's-ის კონკურენტებს ეთანამშრომლებიან.