მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's-ის რესტორნები გახსნის შემდეგ რადიკალურად განსხვავებული იქნება

5ebe7705bf45f
ნათია თაქთაქიშვილი
15.05.20 22:20
1344
McDonald's-ის რესტორნების ქსელი გახსნას აანონსებს, მას შემდეგ რაც ქვეყნების ნაწილი, მათ შორის აშშ-ც კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქებაზე აცხადებენ. McDonald's-ის მენეჯმენტი ამბობს, რომ რესტორნები გახსნის შემდეგ რადიკალურად განსხვავებული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, რესტორანში განთავსებული იქნებ სოციალური დისტანცირების აღმნიშვნელი სტიკერები. მომხმარებლებს, McDonald's-ის თანამშრომლები ნიღბებით და ხელთათმანებით მოემსახურებიან.

კომპანიამ McDonald's-ის ფრენჩაიზერებს გადაუგზავნა სპეციალური დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი სანიტარული ნორმების დაცვის პროტოკოლი.

რესტორნის ქსელის თანამშრომლებმა უნდა გაწმინდონ მაგიდა ყველა გამოყენების შემდეგ, ხოლო საპირფარეშოები 30 წთ-ში ერთხელ უნდა დალაგდეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ McDonald's-ის თანამშრომლებს მოუწევთ „თაჩ პადების“ დეზინფიცირებაც ყოველი გამოყენების შემდეგ.