მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald’s-ის თანამშრომლები ლონდონში მაღალი ხელფასების მოთხოვნით გაიფიცნენ

5dcc37287b167
ანი ციხისთავი
13.11.19 22:52
944
McDonald’s-ის თანამშრომლები დიდ ბრიტანეთში მაღალი ხელფასებისა და უკეთესი პირობების მოთხოვნით გაიფიცნენ. დასაქმებულები სულ მცირე £15-იან საათობრივ ანაზღაურებას ითხოვენ.
დიდი ბრიტანეთის სავაჭრო გაერთიანების კონგრესის განცხადებით, ეს არის McDonald’s-ის თანამშრომლების ყველაზე დიდი გაფიცვა ბრიტანეთის ისტორიაში. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორებმა უარი თქვეს, დაეკონკრეტებინათ, რამდენი დასაქმებული მონაწილეობს გაფიცვაში.

თავად Mcdonald’s-ის სპიკერი აცხადებს, რომ კომპანია მთავრობის მიერ დაწესებულ მინიმალურ ხელფასზე საკმაოდ მეტს უხდის თავის დასაქმებულებს. მიმდინარე მინიმალური ხელფასი დიდ ბრიტანეთში £8.21-ია.

დასაქმებულები ასევე ითხოვენ გარანტირებულ 40 საათამდე სამუშაო კვირას, 4 კვირით ადრე ცვლილებების შეტყობინებას და “Bakers, Food and Allied Workers’ Union”-ის აღიარებას.

ცნობისთვის, გაფიცვა McDonald’s-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ კომპანიის დატოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო.