მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald’s-ის ყოფილი CEO ოქსფორდში ლექციების კითხვას განაგრძობს

5dc5a697d0eb4
მიხეილ ხაჩიძე
08.11.19 21:10
1177
სტივ ისტერბრუკი, რომელიც McDonald’s-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გასულ კვირას გაათავისუფლეს, ოქსფორდის უნივერსიტეტში ლექციების კითხვას განაგრძობს. როგორც Bloomberg-ი იუწყება, უნივერსიტეტის კორპორატიული რეპუტაციის ცენტრში, ცნობილი ბრენდების ხელმძღვანელებს დიდი ხანია იწვევენ, რომლებიც სტუდენტებს ბიზნეს-ადმინისტრირების შესახებ ლექციებს უკითხავენ. სწორედ მათ რიცხვშია 52 წლის McDonald’s-ის ყოფილი CEO-ც.



”რაც ხდება, არ მოქმედებს მის ავტორიტეტზე”, - განაცხადა Bloomberg-თან ცენტრის ხელმძღვანელმა რუპერტ იანგერმა. ”ის ყოველთვის იყო შესანიშნავი ლექტორი და ახლა მას შეუძლია ლექციები კიდევ ერთი ახალი პერსპექტივიდან წაიკითხოს”-დასძინა მან.



"მაკდონალდსის" დირექტორთა საბჭომ ისტერბრუკი თანამდებობიდან გასულ კვირას გაათავისუფლა. მიზეზად სტივ ისტერბრუკის სასიყვარულო ურთიერთობა დასახელდა კომპანიის რიგით თანამშრომელთან, რაც გიგანტის შიდა განაწესების დარღვევაა. აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადაყენებასთან ერთად, ისტერბრუკმა ადგილი დაკარგა დირექტორთა საბჭოშიც. კომპანიის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში 52 წლის მენეჯერმა აღიარა, რომ მისი საქციელით კორპორაციული პოლიტიკა დაარღვია: ”შეცდომა იყო. მე პატივს ვცემ კომპანიის ღირებულებებს და, შესაბამისად, მე დავთანხმდი საბჭოს მოსაზრებას გადადგომასთან დაკავშირებით", - განაცხადა მან.

 

ისტერბრუკი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლიდან მუშაობდა. ამ პერიოდში, მისი  დირექტორობის ფარგლებში McDonald’s-ის აქციების ფასი გაორმაგდა. 1 ნოემბრის მონაცემებით, სწრაფი კვების ობიექტის აქცია 193.94 აშშ დოლარი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 147.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.



სტივ ისტერბრუკის მემკვიდრე აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე კრის კემპჩინსკი იქნება, რომელიც აქამდე შტატების 14.000 ფილიალს მართავდა. კემპჩინსკი "მაკდონალდში" 2015 წლიდან მუშაობს, მანამდე ის კვების ობიექტ Kraft Food-ში იყო დასაქმებული.