მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald’s-მა ჩინეთის 4 ქალაქში მუშაობა შეაჩერა

5e2da2b0261b1
ანნა ლაპიაშვილი
27.01.20 00:00
998
მსოფლიოში ცნობილმა საკვები ობიექტების ქსელმა McDonald’s-მა, უსაფრთხოების მიზნით, ჩინეთის პროვინცია ჰუბეიის 4 ქალაქში კვების ობიექტების მუშაობა შეაჩერა.

ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის McDonald’s-ების ქსელის ფრანჩიზას მფლობელმა კომპანიამ გაავრცელა. ქალაქებს შორის, სადაც McDonald’s-მა მუშაობა შეაჩერა, საკარანტინო ქალაქი უჰანიცაა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, შექმნილი მდგომარეობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ქსელში დასაქმებული ყველა თანამშრომელი ახალ წესებს ექვემდებარება, რომლის მიხედვითაც, თითოეული ვალდებულია, ყოველდღიურად გაიზომოს ტემპერატურა; ასევე, თანამშრომელს, რომელსაც გაციების ნიშნები აღენიშნება, მუშაობის უფლება არ ეძლევა. ის თანამშრომლები, რომელთა სამუშაოც დაკავშირებულია საკვებთან, საგანგებო ფორმებით არიან შემოსილები; ასევე რეგულარულად ხორციელდება ობიექტების დეზინფიცირება სარეცხი საშუალებებით, ანტიბაქტერიული და სარეცხი საშუალებებით.

კომპანია აღნიშნავს, რომ ყველა დროებით დახურული რესტორნის თანამშრომელი გაცდენილი სამუშაოს მიუხედავად ხელფასს მაინც აიღებს, თუმცა უცნობია, რამდენი ხანი შეჩერდება რესტორნების მუშაობა.