მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"McDonalds-მა კარანტინის პირობებშიც კი ბიუჯეტში მილიონი შეიტანა...ეს სხვებს არ შეუძლიათ"

5eca3c4fac344
სალომე მეცხვარიშვილი
24.05.20 13:16
2199
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, 2-თვიანი კარანტინის პირობებში McDonalds არათუ არ გაჩერებულა, ბიუჯეტში მილიონი ლარიც კი შეიტანა და სამსახური 600-მდე ადამიანს შეუნარჩუნა. ამის შესახებ მან გადაცემა “Forbes კვირაში” გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

ჭყონიას თქმით, ეს რიცხვები დაამახსოვრდა, რადგანაც მისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.

“McDonalds დღეს მზად არის, რომ გახსნან, მაგრამ ველოდებით სხვა რესტორნებსა და რეგულაციებს…

2 თვის განმავლობაში, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო, ჰორეკაში რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული და შესაძლებელი იყო თუ არა, ჰორეკას ამ პერიოდში ბიუჯეტში შეეტანა თანხა? მაკდონალდსში ამ პერიოდში დარჩა სამუშაოდ 592 კაცი. ეს რიცხვი დამამახსოვრდა, რადგან მეც გაკვირვებული დავრჩი. არ ველოდი ამდენს. და მაკდონალდსმა 1 მილიონი შეიტანა ბიუჯეტში. გაჩერებულ და ცუდ მდგომარეობაში, მაკდონალდს შეუძლია ეს გააკეთოს, სხვას კი არ შეუძლია.

როცა პრეტენზია მაქვსხოლმე მაკდონალდსის განვითარებაზე, სამართლიანი პრეტენზია მაქვს, რადგან გადახედავ და უშველებელი ბრენდები გაჩერებული იყვნენ, ეს კი არ გაჩერდა”,- აცხადებს თემურ ჭყონია.

მისივე თქმით, ზაფხულის ბოლოსთვის მაკდონალდსის რესტორნების ქსელს 2 ახალი ფილიალი დაემატება, აღმაშენებელსა და აეროპორტის ტრასაზე.