მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's საკუთარ ჭიქებს კოვიდ-ვაქცინის პოპულარიზაციის გასაზრდელად გამოიყენებს

609a86cc1371d
ნათია თაქთაქიშვილი
11.05.21 17:35
609
მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald's-ი თეთრ სახლის ადმინისტრაციასთან პარტნიორობით საკუთარ ჭიქებს კოვიდ-ვაქცინის პოპულარიზაციის გასაზრდელად გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ივლისის დასაწყისიდან აშშ-ში გამოჩნდება McCafe-ს ჭიქები წარწერით „ჩვენ ამას შევძლებთ“ (We Can Do This). გარდა წარწერისა, ჭიქაზე დატანილი იქნება ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ვებ-გვერდი (vacines.gov), სადაც მოსახლობა ვაქცინაციაზე რეგისტრაციას შეძლებს და ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაციასაც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ სლოგანი აშშ-ს ჯანმრთელობის მომსახურების დეპარტამენტმა შექმნა და ის ვაქცინების მიმართ ნდობის ამაღლებას ემსახურება. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული სლოგანით დაახლოებით 50 მილიონი ჭიქა ჩაეშვება მოხმარებაში.

CNN-ი წერს, რომ ვაქცინაციის ტემპმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია გასულ თვეს, თუმცა მიმდინარე თვეში აღნიშნული მაჩვენებლების მკვეთრი გაუარესება ფიქსირდება. აშშ-ს მთავრობა სხვადასხვა წამახალისებელი პაკეტების დაწესებასაც განიხილავს ვაქცინაციის მსურველთა რიცხვის გასაზრდელად. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე აშშ-ში 150 მილიონმა ადამიანმა მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მაინც.