07.სექტემბერი .2019 10:00

MCDONALD’S საქართველოში ბურგერის პურის საწარმოს ხსნის

views 964
უკან

მიმდინარე წელს საქართველოში McDonald’s-ის ბურგერის პურის საწარმოს მშენებლობა დაიწყება, რომელსაც წელიწადში 60 მლნ ცალი ბურგერის პურის წარმოება შეეძლება.

McDonald’s საქართველოს დამფუძნებელი თემურ ჭყონია BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საწარმოს მშენებლობა თვენახევარში დაიწყება და ის 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. 

„უახლეს საწარმოო დანადგარებზე კონტრაქტი უკვე დავდეთ და ვყიდულობთ. ფქვილის მომწოდებელი 4 თურქული კომპანია უკვე შერჩეული გყავს, რომელსაც McDonald's-მა სპეციალური ფქვილის წარმოების ნებართვა მისცა. ამ ეტაპზე მშენებლობა ტენდერზეა გატანილი და მას თვენახევარში დავიწყებთ," - განაცხადა ჭყონიამ.   

თემურ ჭყონიას თქმითვე, საქართველოში წარმოებული ბურგერის პურის ექსპორტი აზერბაიჯანში და სომხეთში განხორციელდება. ხოლო 2 წელში ბიზნესმენს გეგმაში საქართველოში ბურგერის პურის საწარმოო ხორბლის მოყვანა აქვს. 

ცნობისთვის: საქართველოში ბურგერის პურის საწარმოს მშენებლობა ლილოში იგეგმება და მასში ჯამში დაახლოებით 5 მლნ ევროს ინვესტიცია ჩაიდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა