მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„McDonald’s უკრაინა“ რესტორნების ეტაპობრივად გახსნას დაიწყებს

62f52235ad1a1
ვიქტორია მღებრიშვილი
11.08.22 21:55
996
McDonald’s-ი უკრაინაში რესტორნებს ეტაპობრივად გახსნის. პირველი ობიექტები კიევსა და დასავლეთ უკრაინაში გაიხსნება. ამის შესახებ განცხადებას McDonald’s უკრაინა ავრცელებს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ უკრაინაში რესტორნებმა ოპერირება 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო შეაჩერეს.

„უკრაინაში ჩვენი დასაქმებულების მხარდაჭერა ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა დასაქმებულებთან, რომლებიც სამსახურში დაბრუნების და იმის სურვილს გამოთქვამდნენ ენახათ თუ როგორ გაიხსნებოდა უკრაინაში ჩვენი რესტორნები.
ბოლო თვეეში იმის რწმენა, რომ ეს მცირედ თუმცა პრინციპული გრძნობა გამყარდა. ჩინოვნიკები კი აცხადებდნენ, რომ ხელახლა გახსნილი საწარმოები ადგილობრივ ეკონომიკას და უკრაინელ ხალხს შეუწყობდნენ ხელს.

უკრაინის თანამდებობის პირებთან, მომწოდებლებთან, უსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტებთან ხანგრძლივი კონსულტაციებისა და განსჯის, ასევე ჩვენი თანამშრომლების თხოვნის გათვალისწინებით, რომლებსაც სამსახურში დაბრუნაბა სურდათ, გადავწყვიტეთ კიევსა და დასავლეთ უკრაინაში რესტორნების ამოქმედების ეტაპობრივი გეგმა აგვემოქმედებინა.
შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ პარტნიორებთან ერთად პროდუქციის მიწოდების ჯაჭვების აღდგენაზე, კლიენტების მომსახურებისთვის რესტორნების მომზადებასა და ჯგუფისა და თანამშრომლების სამუშაო სივრცეში დაბრუნებაზე, ასევე უსაფრთხოების გაფართოებული პროტოკოლები დანერგვაზე ვიმუშავებთ“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.