მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 მლნ ადამიანია გარდაცვლილი - Covid-მა "აჯობა" სამ ყველაზე დიდ ინფექციურ მკვლელს: ტუბერკულოზს, ჰეპატიტს, შიდსს

62398f0cc624f
გიორგი თოლორდავა
22.03.22 13:10
796
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში COVID-19-ით მსოფლიოში ოფიციალურად 6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რითაც COVID-19-მა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ყველაზე დიდ ინფექციურ დაავადებებს გადაუსწრო.

„კოვიდმა „აჯობა“ სამ ყველაზე დიდ ინფექციურ მკვლელს, ესენია: ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, შიდსი და მეოთხე - მალარია.

Lancet-სა და Economist-ში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებში ნახავთ, რომ შეფასებითი მაჩვენებელი გაცილებით უარესია, ანუ სინამდვილეში არა 6 მილიონი, არამედ კოვიდმა პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით სამჯერ მეტი ადამიანი შეიწირა.

აქედან გამომდინარე, ეს საკმაოდ სერიოზული პანდემიაა, რომელიც, სამწუხაროდ, 100 წელიწადში ერთხელ ხდება და ამიტომ თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.