18.ნოემბერი .2022 17:50

McDonald's ყაზახეთში ოპერირებას დროებით წყვეტს

McDonald's ყაზახეთში ოპერირებას დროებით წყვეტს
views 464
უკან

ყაზახეთში McDonald's-ის ფრანშიზის მფლობელმა კომპანია TOB Food Solutions-მა ოპერირების განუსაზღვრელი ვადით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, რესტორნების ქსელის შეჩერება მიწოდების ჯაჭვში გაჩენილი პრობლემებით და მომარაგების შეზღუდვითაა გამოწვეული.

ცნობისთვის, McDonald's-ი ყაზახეთის ბაზარზე უკვე 6 წელია ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით 24 ფილიალია გახსნილი, მათ შორის, ყველა დიდ ქალაქში.

მიწოდების ჯაჭვის პრობლემების შესახებ კომპანიას დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოა, რომ ის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს უკავშირდებოდეს.

ცნობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, McDonald's-მა რუსეთის ბაზარი საბოლოოდ დატოვა, 850-მდე რესტორანი კი ადგილობრივ ოპერატორზე გაყიდა.