FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, იანვარში 1.1 %-ით გაიზარდა და 135.7 ქულა შეადგინა.
იანვრის თვეში, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა, საერთო ჯამში, უმნიშვნელოდ, 0.1%-ით მოიმატა დეკემბერთან შედარებით. ხორბლის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე დაიწია 3.1%-ით, რაც ავსტრალიასა და არგენტინაში ხორბლის უხვი მოსავლით არის გამოწვეული. სიმინდის ფასი გაიზარდა 3.8%-ით. ამ მაჩვენებელზე სამხრეთ ნახევარსფეროში ნალექის ნაკლებობა და გვალვის საშიშროება მოქმედებს. გაიზარდა ბრინჯის ფასიც და, დეკემბერთან შედარებით, 3.1%-ით მოიმატა.
FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა, წინა თვესთან შედარებით, 4.2%-ით მოიმატა და ისტორიულად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფასმა პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთზე. პალმის ზეთის შემთხვევაში, ფასები ინდონეზიიდან ექსპორტის შემცირების მოლოდინის გამოა გაზრდილი, რაფსის და მზესუმზირის ზეთებზე ფასების ზრდა კი მომატებული მოთხოვნის და შემცირებული მარაგითაა განპირობებული. ყველა სახეობის ზეთის ფასზე მოქმედეს ნავთობის გაძვირებაც.
FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 2.4 %-ით გაიზარდა, წინა წლის იანვართან შედარებით კი - 18.7%-ით. გაძვირება, უმეტესწილად, რძის ფხვნილის და კარაქის ფასებს შეეხო და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წარმოების კლებით და ოკეანიის ქვეყნების მიწოდების შემცირებული მაჩვენებლით არის გამოწვეული. რძის ნაწარმის ფასზე COVID-19-ითგამოწვეული პანდემიის შედეგად სატრანსპორტო შეფერხებები და მუშახელის ნაკლებობაც მოქმედებს.
FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი დეკემბერთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა, 2021 წლის იანვართან მიმართებაში კი ზრდამ 17.3%-ს მიაღწია. ფასების ზრდაზე ზეგავლენას ახდენს მაღალი საერთაშორისო მოთხოვნა, განსაკუთრებით, ბრაზილიასა და ოკეანიის ქვეყნებში მსხვილფეხა რქოსანთა ხორცის ექსპორტის მოლოდინის შემცირება. ღორის ხორცის ფასმა უმნიშვნელოდ მოიმატა.
შემცირებულია ცხვრის და ფრინველის ხორცის ფასი, რაზეც მაღალი საექსპორტო შეთავაზება, პანდემიის გამო, ტრანსპორტირების შეფერხებამ და ფრინველის ხორცის მწარმოებელ რიგ ქვეყნებში ფრინველის გრიპის გავრცელებამ გამოიწვია.
3.1%-ით შემცირდა FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით. შაქრის ფასი უკვე მეორე თვეა მცირდება და გასული ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შაქრის გაიაფებაზე ინდოეთსა და ტაილანდში უხვი მოსავალი და ბრაზილიაში
წამოსულმა წვიმებმა იმოქმედეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება