მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშუალო მეწარმეების მთავარი პრობლემა სერიოზული დავალიანებებია - ნინო კვეტენაძე

618e7a0d6cdb1
ინგა მურუსიძე
12.11.21 21:00
792
ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელ ნინო კვეტენაძის განცხადებით, პანდემიამდე და პანდემიის პერიოდშიც გამოვლინდა, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებს ძალიან მძიმე დავალიანებები აქვთ. როგორც კვეტენაძემ განმარტა, აქ არ იგულისხმება მხოლოდ საბანკო კრედიტი, საუბარია ერთმანეთს შორის ვალზე, რომელიც მწარმოებელს, მიმწოდებელსა და მყიდველს შორის არის.

„ვისურვებდი, რომ ნაკლები იყოს სუბსიდირება კერძო სექტორში და კერძო სექტორი იმდენად ძლიერი იყოს და კაპიტალის ბაზარი იმდენად კარგად განვითარებული, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღარ გახდეს საჭირო სუბსიდირება. მწარმოებელს, მიმწოდებელსა და მყიდველს შორის ძალიან დიდია დავალიანება. სახელმწიფო ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან ამ ჯაჭვიდან ერთი ოპერატორის გასვლაც სხვების ჩათრევასაც იწვევს, რამდენიმე წელიწადში ქვეყანას შეიძლება მძიმე სურათი დაუდგეს. მნიშვნელოვანია, ამაზე მუშაობა“, - განაცხადა ნინო კვეტენაძემ.