14.აპრილი .2022 16:51

მცირე მიწების გამსხვილება უნდა დაიწყოს, ამის გარეშე სერიოზული ბიზნესის განხორციელება შეუძლებელია - დეპუტატი

მცირე მიწების გამსხვილება უნდა დაიწყოს, ამის გარეშე სერიოზული ბიზნესის განხორციელება შეუძლებელია  - დეპუტატი
views 1779
უკან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბეჟან წაქაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოსმენისას, ოთარ შამუგიას სახელმწიფო მიწების დატვირთულობის, მცირე მიწების გამსხვილებისა და საგაზაფხულო სამუშაოების დაგვიანებით დაწყების გამო ფერმერების ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ 3 კითხვა დაუსვა.

დეპუტატი ამ საკითხებთან მიმართებით უწყების მიდგომებით დაინტერესდა.

„მაინტერესებს აქვს თუ არა სამინისტროს ინფორმაცია პროფილური მიწების მიხედვით - სახნავ–სათეს და სათიბ მიწებზე - რა რაოდენობის მიწებია დატვირთული, ჩართული ეკონომიკაში და რამდენია დამუშავებული, დახნული, მოთიბული და ა.შ. როგორია თქვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არსებული მიწები სრულად იყოს ჩართული ეკონომიკაში?

მეორე - ფიქრობთ, თუ არა იმაზე, რომ ქვეყანაში მცირე მიწების გამსხვილების საკითხის დაწყება აუცილებელია? ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სერიოზული ბიზნეს გეგმის განხორციელება და ფერმერული თუ სხვა მეურნეობის გამსხვილება ამის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

მესამე საკითხი, საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებას ეხება: არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება დაგვიანდა და სხვადასხვა მიმართულებაში მოსახლეობას ჩამორჩენა აქვს. მოსახლეობას თუ ჩვენ ამ პროცესების დაჩქარებაში არ დავეხმარეთ ძალიან გაუჭირდება - რას გეგმავს ამ კუთხით სამინისტრო, რამეთუ აუცილებლად მიმაჩნია მოსახლეობის დახმარება, რომ ამინდების გამოსვლის შემდეგ მათ მოასწრონ და ვეგეტაციის პროცესს არ ჩამორჩნენ“, - მიმართა ბეჟან წაქაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა