მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მცურავი აქციზი“ - როგორ შეიძლება შემცირდეს ფასი საწვავზე

60c5f5cbc9cd6
ელენე გოგბერაშვილი
13.06.21 19:10
1369
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 იანვრიდან საწვავზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე;

ნავთობიმპორტიორების განცხადებით, აქციზმა საწვავი დაახლოებით 20-25 თეთრით გააძვირა. 2017 წლის შემდეგ, როცა საწვავზე ფასი იზრდებოდა, ბიზნესი აქტიურად საუბრობდა აქციზის გადახედვის საკითხზე, თუმცა ამ მიმართულებით გადაწყვეტილება მიღებული დღემდე არ არის. კერძო სექტორის მხრიდან მთავრობისთვის შეთავაზებული იყო ასევე მცურავი აქციზის მოდელიც, რასაც არაერთი ქვეყანა იყენებს.

„რაც შეეხება აქციზს და მის ამოღებას ფასის კომპონენტიდან, ეს გამოიწვევს ბუნებრივია ფასების გაიაფებას და ამის გათვალისწინებით ბიუჯეტი მიიღებს ნულოვან შემოსავალს აქციზიდან. არიან ქვეყნები, რომელთაც აქვთ მცურავი აქციზი, როცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება, მაშინ აქციზი მცირდება, როცა ფასები ქვემოთ მოდის, აქციზი იზრდება. ეს მოდელი ჩვენ რამდენიმე წლის წინ გვქონდა განხილვის საკითხად. კონსულტაციები გვქონდა, თუმცა შემდგომ ამ ინიციატივას განვითარება არ ჰქონია“-აცხადებს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა.