მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცურავი კურსი ეკონომიკის სტაბილიზატორის ფუნქციას ასრულებს - გვენეტაძე

63ff66271f75c
BM.GE
01.03.23 19:30
882
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში მისი შვიდწლიანი საქმიანობის და სებ-ის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკისთვის მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ის კრიზისულ პერიოდში სტაბილიზატორის ფუნქციას ასრულებს.

“ლარის კურსთან დაკავშირებით ჩემი და ჩვენი გუნდის პოზიცია იყო, რომ მცურავი გაცვლითი კურსი არის ყველაზე კარგი მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის. მე ამ შეხედულებას ვერ შევიცვლი. მტკიცედ მწამს, რომ ეს არის ის ავტომატური სტაბილიზატორი, რომელიც ასრულებს ამ ფუნქციას და ეს დავინახეთ. ეს ყოველთვის რთული იყო, მაგრამ მცურავი კურსი ამ მხრივ თავის დანიშნულებას ყოველთვის ასრულებდა,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ გადაცემა “საქმიან დილაში”.

ამჟამად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.61 ლარს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარი დოლართან 17%-ზე მეტად გამყარდა, რისი მიზეზიც გაზრდილი სავალუტო შემოსავლები, მათ შორის ტურიზმის აღდგენა, ექსპორტის ზრდა და მიგრანტების გადმორიცხვების ზრდაა. 2022 წელს მთლიანობაში საქართველომ ფულადი გზავნილებიდან 4 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო, ტურიზმის შემოსავალი კი 3 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.