მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში აცრების რიცხვმა მოიმატა - სტატისტიკა

619ca19774d09
ინგა მურუსიძე
23.11.21 12:21
610
23 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 107 467 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 114 749 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 39.2 %; სრულად ვაქცინირებულია 982 714 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.4%-ია.

ამასთან, 22 ნოემბერს აიცრა 9 594 ადამიანი.

რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი აცრა თბილისში ჩატარდა - 3 023, იმერეთში - 1 524, აჭარაში - 994, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 957, კახეთში - 787, შიდა ქართლში - 560, ქვემო ქართლში - 558, სამცხე-ჯავახეთში - 321, მცხეთა-მთიანეთში - 244, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 79.