მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთა-მთიანეთში სამმა პირმა 650 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება მიითვისა - საგამოძიებო სამსახური

62f34e69a68b5
BM.GE
10.08.22 10:28
1401
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე პასუხისგებაში სამი პირი მისცა.

უწყების ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იქნა გადაცემული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით, საკუთრებაში დაირეგისტრირეს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 4 318 მ2 მოცულობის 4 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 656 295 ლარს შეადგენს.

გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.

მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.