მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთაში სამუშაოები იუნესკოსთან და ყველა შესაბამის ორგანოსთან შეთანხმდება - ქარსელაძე

609cea066b81b
ინგა მურუსიძე
13.05.21 20:20
568
მცხეთაში, პროგრამის განხორციელებისთვის პროექტები ქალაქის გენგეგმის გათვალისწინებით, ყველა კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით შეირჩევა, - ამის შესახებ ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ მცხეთის გენგეგმის დამუშავების პროცესში ვიმყოფებით და როდესაც უკვე პროცედურულად მოგვეცემა შესაძლებლობა, შერჩეული იქნება შესაბამისი არეალები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გენგეგმასთან, იუნესკოსთან, ძეგლთა დაცვასთან და ყველა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმების პირობებში განხორციელდება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სტეფანწმინდის ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კომისიის სხდომას, რომელიც ქალაქ მცხეთაში გაიმართა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან, პირველ ეტაპზე, გადაწყდა სტეფანწმინდის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება, დუშეთის ისტორიულ უბანში დამატებით 19 ისტორიული სახლისა და ქუჩების რეაბილიტაცია; თიანეთის სპორტული მოედნისა და მიმდებარე რეკრეაციის განვითარება.