მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

5de76d60d2bf4
BM.GE
04.12.19 12:33
634
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.

სოფელში არსებული წყლის სისტემა დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რაც იწვევდა წყლის დანაკარგს და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა.

შესრულებული სამუშაოების შედეგად, ძველი ქსელი ახლით შეიცვალა, აღმოიფხვრა შიდა დაზიანებები და დაახლოებით 120-მდე ოჯახი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.
NS