14.აპრილი.2016 13:02
ეკონომიკა

მდინარე მტკვარზე "ძეგვიჰესს" "ჯეო ფაუერსი" ააშენებს

მდინარე მტკვარზე "ძეგვიჰესს" "ჯეო ფაუერსი" ააშენებს
საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია შპს "ჯეო ფაუერს" შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ძეგვში, მდინარე მტკვარზე "ძეგვიჰესის" მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას, მშენებლობას, ფლობასა და ოპერირებას.
 
"ძეგვი ჰესის" სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 15,7 მგვტ, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 24მლნ აშშ დოლარია.

მემორანდუმის პროექტის თანახმად, კომპანიას მიენიჭება ექსკლუზიური უფლება 12 თვის განმავლობაში ზემოაღნიშნულ მდინარეზე განახორციელოს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ჩაატაროს საჯარო განხილვები და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ წინადადება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

კომპანია კისრულობს ვალდებულებას, მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში აიღოს მშენებლობის ნებართვა, ხოლო 30 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიიღოს ჰიდროელექტროსადგური.

ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 15 წლის განმავლობაში, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით ელექტროსადგურის სრული ფაქტობრივი გამომუშავების რეალიზაცია განხორციელდება მხოლოდ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენ თვეებში, კომპანიას შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ, მოახდინოს ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი.

24.აპრილი.2019 00:30
56

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად
23.აპრილი.2019 23:00
97

ვანო მაჭავარიანი: იპოთეკური სესხები ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას და მჯერა, ასე გაგრძელდება

ვრცლად
23.აპრილი.2019 22:00
292

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 20:25
117

მეჩაიეთა ასოციაცია ანტიდემპინგური კანონის შემოღებას ითხოვს

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:05
86

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:00
121

მაჭავარიანი - "მე რატომ უნდა გითხრათ, რა დაჯდა ვალების ჩამოწერა? ჰკითხეთ ბანკებს და ქართუს"

ვრცლად