მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდნარი ყველის წარმოება და ნედლი რძის გაყიდვა - „რძის ქალაქის“ გეგმები

6381bcee973db
ინგა მურუსიძე
26.11.22 11:15
905
რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე კომპანია „რძის ქალაქი“ წარმოების გაფართოებას გეგმავს. როგორც bm.ge-ს კომპანიის PR-ისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა, თამარ მოდებაძემ უთხრა, საწარმო იმაზე გაცილებით ნაკლებ ნედლ რძეს ამუშავებს, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვს, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფერმერებთან, რომ მეტი რძე ჩააბარონ.

„რძის ქალაქის“ მიერ წარმოებული პროდუქცია თბილისში სამ ბრენდირებულ მაღაზიაში იყიდება, მათგან ორი თბილისში, ხოლო ერთი დედოფლისწყაროში მდებარეობს. იგეგმება ასევე მესამე ბრენდირებული მაღაზიის გახსნაც.

„ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ფერმერებისგან მიღებული ნედლი რძით იწარმოება. რძე საკმაოდ დეფიციტურია, ამიტომ ჩვენი პროდუქციის რაოდენობა სეზონურობაზეა დამოკიდებული. ჩვენი წარმოების მოცულობა ამ პერიოდში საკმაოდ იკლებს. რაც შეეხება პროდუქციას, ჩვენ გვაქვს სულგუნი, იმერული ყველი, შებოლილი ყველი, ქარხნული, ასევე ნადუღი, ხაჭო, მაწონი, არაჟანი, იოგურტი, შოკოლადის კარაქი, თაფლი და კარაქი, როგორც გლეხური, ასევე ნაღების“, - ამბობს მოდებაძე.

რაც შეეხება მოცულობას, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში დღეში 5-6 ტონა რძეს ვამუშავებთ, ხოლო ზამთარში ეს მაჩვენებელი 2-3 ტონაზე ჩამოდის.

„ქარხანას მეტი პოტენციალი აქვს, დღიურად 20 ტონაზე მეტი რძის გადამუშავება შეუძლია, თუმცა ამ რაოდენობით რძე ჯერ არ გვაქვს. ქარხანა საკმაოდ დიდია და შესაბამისად წარმადობაც. ჯერ-ჯერობით ქარხანას ხმარდება ძირითადი რესურსები და როცა ამ მიმართულებით ყველაფერი დალაგდება, სურვილი გვაქვს, რომ საკუთარი ფერმაც გვქონდეს, თუმცა ეს შორეული გეგმაა“ - განაცხადა მოდებაძემ.

რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ახლა მიმდინარეობს მუშაობა მდნარი ყველის წარმოებაზე და უახლოეს მომავალში ბაზარზე მდნარ ყველსაც გამოვუშვებთ.

რაც შეეხება საფასო სეგმენტს, როგორც მოდებაძე ამბობს, ნედლი რძე გაძვირდა, თუმცა კომპანია რძის პროდუქტებზე მაინც ცდილობს ლოიალური საფასო პოლიტიკის შენარჩუნებას.

„რძის ქალაქის“ გეგმებში ნედლი რძის გაყიდვის დაწყებაც შედის, თუმცა მას შემდეგ, რაც ფერმერები საკმარისი რაოდენობის რძეს ჩააბარებენ.

„მოლაპარაკებები გვაქვს და წესით დავიმატებთ ახალ ფერმებს“, - ამბობს მოდებაძე.