მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მძღოლს არსებობა სჭირდება”- ტაქსი 20%-ით გაძვირდა

6137c42fbe0e8
ანუკა ჯოხაძე
08.09.21 00:10
681
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი 14 აგვისტოს გაჩერდა, ტაქსიზე მოთხოვნა იმ დღესვე გაიზარდა. როგორც მომხმარებლები ამბობენ, გაზრდილია ფასებიც, რომლის გადახდაც იმ დროს, როცა ქალაქში გადაადგილების ერთადერთი საშუალება ტაქსია, რთულია.

კომპანია "200-200"-ში ტაქსის გაძვირებას ინფლაციური ფონით ხსნიან. კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია ამბობს, რომ ტაქსის ტარიფი 15-20%-ით არის გაზრდილი. მისი განმარტებით, მძღოლებს გაეზარდათ ხარჯი, შესაბამისად, ტაქსით გადაადგილების საფასურიც გაიზარდა. ხოფერია ტაქსიზე მომატებულ ფასებს გაზრდილ მოთხოვნასაც უკავშირებს.

“ტაქსის ტარიფი გაიზარდა დაახლოებით 15-20%-ით. ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები. მთავარი არის ფულის გაუფასურება. ფულს აღარ აქვს ის მსყიდველუნარიანობა და ყველაფერი გაძვირდა. მათ შორის საწვავი და სათადარიგო ნაწილები. ყველაფერზე ფასი გაიზარდა 20-30%-ით, რის გამოც შესაბამისად გაძვირდა ტაქსის საფასურიც. მძღოლს სჭირდება თანხა იმისთვის რომ იარსებოს. ის თანხა, რომელიც ერთი წლის წინ ჰყოფნიდა თავისი ოჯახის შესანახად, ახლა უკვე აღარ ყოფნის, შესაბამისად, გაიზარდა ტაქსის ტარიფი", - ამბობს ტაქსის კომპანია “200-200”-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია.