მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მძიმე სამუშაოებზე დასაქმებულთათვის, კომპანიებს შესაძლოა, სადაზღვეო პატეკების მოცულობები განესაზღვროთ

5d7e2712cd8cc
თათია ჩაფიჩაძე
15.09.19 16:50
887
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანებისთვის, მათ დამსაქმებელ კომპანიებს სადაზღვეო პატეკების მოცულობები განესაზღვრებათ. სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა ნოემბრამდე დასრულდება, ახალი წლიდან კი კომპანიებს ახალი პაკეტების შეძენა მოუწევთ.

"პირველი იანვრიდან ამოქმედდა სავალდებულო დაზღვევა, თუმცა არ განისაზღვრა ის მოცულობა, რაც ითვლებოდა საკმარისად იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო მშრომელი. შედეგად კომპანიების ნაწილმა იყიდა (დაზღვევა) წმინდად ფორმალურად და უკვე მთავრობამაც დაინახა, რომ ეს ხარვეზია.

თებერვალში ახალი კანონის მიღების შემდეგ სამინისტროს დაევალა, რომ შეიმუშაოს მინიმალური სადაზღვეო პირობები, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს. ახლა იქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ როგორც მთავრობის, ასევე დამსაქმებელთა წარმომადგენლები, პროფკავშირები, სადაზღვეო ინდუსტრია, უცხოელი ექსპერტები და მინიმალურ პირობებს შევაჯერებთ იმისათვის, რომ ყველას ჰქონდეს რეალური დაფარვა", - აცხადებს ხეჩინაშვილი.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენით გაეზრდება ბიზნესს ხარჯი, თუმცა "საქმიანი დილის" ეთერში საუბრისას სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დამსაქმებლების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული. რაც შეეხება დასაქმებულებს, პროცესში მათი მონაწილეობა არ იგეგმება.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყველაფერს სავალდებულოს, მაშინ როცა მთელი მსოფლიო წესებზეა აგებული. 2-3 წლის განმავლობაში უნდა დალაგდეს ის მინიმალიური დონე, რომელიც არსებობს მთელ განვითარებულ მსოფლიოში ამ სფეროში.

წელს კომპანიებს ხარჯი ფაქტობრივად არ აქვთ, თუ გადაიხადა წელიწადში სიმბოლური 5 და 10 ლარი ადამიანში, ეს ხარჯი არ არის, ეს არის ფარატინა ქაღალდი და ფარატინა რომ არ იყოს, ეს 5 შეიძლება გაიზარდის სიტყვაზე, 20 ლარამდე, თუმცა მე ჯერ ფასებზე ვერ ვისაუბრებ.

საუბარი იმაზე, რომ ეს არის დიდი ტვირთი, ვფიქრობ, არასწორია. ეს არის ის ტვირთი, რომელიც მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებს თან ახლავს.

ეს საკითხი მოკლევადიან პერიოდში უნდა გადაწყდეს. მოლაპარაკებები დიდწილად სექტემბერში დასრულდება და გაყიდვები ნოემბრიდან დაიწყება იმისთვის, რომ ახლი წლისთვის ახალი პროდუქტების ყიდვა ყველამ შეძლოს", - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.